„ბიბისი“ - აშშ-ის გამოძიების ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ ნიუ ჯერსის შტატში სინაგოგებზე თავდასხმის საფრთხე არსებობს
„ბიბისი“ - აშშ-ის გამოძიების ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ ნიუ ჯერსის შტატში სინაგოგებზე თავდასხმის საფრთხე არსებობს

აშშ-ის გამოძიების ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ ნიუ ჯერსის შტატში სინაგოგებზე თავდასხმის საფრთხე არსებობს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„გთხოვთ მიიღოთ უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა დაიცვათ დაწესებულებები“, – ნათქვამია ფედერალური საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, აქვთ თუ არა ინფორმაცია, რომელ სინაგოგაზეა დაგეგმილი თავდასხმა.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ გავრცელებული გაფრთხილების შემდეგ განცხადება გაავრცელა ჩრდილოეთ ნიუ ჯერსის ებრაელთა ფედერაციამ, რომელმაც მოუწოდა მოქალაქეებს, თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევენ, ინფორმაცია სამართალდამცავებს დროულად მიაწოდონ.

2021 წელ აშშ-ში 2 717 ანტისემიტური ინციდენტი აღრიცხეს. ეს 1979 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.