დღეს, ჩეხეთის ქალაქ ნოვო-მესტოში მიმდინარე მსოფლიო თასზე, 12.5კმ-ზე კაცებში, მესამე ეტაპის გამოდევნებით რბოლა გაიმართა. პირველ ადგილზე ნორვეგიელი იოჰანეს ბო გავიდა, მეორე ადგილი რუსმა ალექსანდრ ლოგინოვმა დაიკავა, მესამე კი გამარჯვებული იოჰანეს ბოს ძმა – ტარი ბო იყო.
შეგახსენებთ, რომ დღესვე, 10კმ-ზე გამოდევნებით რბოლა, ქალებში გაიმართება.