ბიატლონი | 12.5კმ-ზე ​გამოდევნებით რბოლა იოჰანეს ბომ მოიგო
ბიატლონი | 12.5კმ-ზე ​გამოდევნებით რბოლა იოჰანეს ბომ მოიგო

დღეს, ჩეხეთის ქალაქ ნოვო-მესტოში მიმდინარე მსოფლიო თასზე, 12.5კმ-ზე კაცებში, მესამე ეტაპის გამოდევნებით ​რბოლა ​გაიმართა. პირველ ადგილზე ნორვეგიელი იოჰანეს ბო გავიდა, მეორე ადგილი რუსმა ალექსანდრ ლოგინოვმა დაიკავა, მესამე კი გამარჯვებული იოჰანეს ბოს ძმა – ტარი ბო იყო.

შეგახსენებთ, რომ დღესვე, 10კმ-ზე ​გამოდევნებით რბოლა, ქალებში გაიმართება.