ბეთჰოვენის ოდა მშვიდობას - საზოგადოებრივი მაუწყებლები ერთიანდებიან მშვიდობისთვის
ხუთშაბათს, 10 მარტს, ევროპის მაუწყებელთა კავშირის 40 რადიოსადგური ერთიანდება მშვიდობისთვის, შეწყდეს ომი უკრაინაში. დღის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლები ეთერში გადასცემენ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას „სიხარულის ოდას“.
საქართველოს პირველი არხი უერთდება ევროპის მაუწყებელთა კავშირის ინიციატივას და 10 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს რადიოს ეთერში, გადაცემაში „კლასიკა ყველასთვის“ აჟღერდება ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია.