თანამედროვე ბლუზის ლეგენდამ, ამერიკელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ბეთ ჰარტმა ძველი იპოდრომის პარკში კონცერტი გამართა. კონცერტზე 2016 წელს გამოშვებულ ალბომში Fire on the floor შესული კომპოზიციები შესრულდა. მომღერალმა, რომლის შემოქმედებაშიც შერწყმულია როკი, გოსპელი, ჯაზი და კლასიკა, კარიერა ლოს-ანჯელესის კლუბებში დაიწყო. მსოფლიო პოპულარობა და აღიარება კი მოულოდნელად ეწვია, როდესაც მისი სიმღერა La song, საკულტო სერიალ „ბევერლი ჰილზში“ გაჟღერდა. ბეთ ჰარტის კარიერის კიდევ ერთი კულმინაცია ჯგუფ Deep purple-ის ფირფიტა Bananas-ზე მუშაობა გახდა. იან გილანმა სწორედ ბეთ ჰარტს მისცა უფლება, ჩანაწერში მისი ხმაც ყოფილიყო.
ფოტო: დავით ბანცაძე