ბესიკ ბოგველი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას გირაოს გადახდასთან დაკავშირებით პირადი წერილი გააგზავნა და მისი გახმაურება სწორი არ არის
ეს იყო პირადი წერილი, მაინტერესებდა მათი აზრი, – ამის შესახებ „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ბესიკ ბოგველმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, წერილის შინაარსის გასაჯაროება სწორი არ არის.
„ეს იყო პირადი წერილი, მაინტერესებდა მათი აზრი, არ არის სწორი, რომ გააჟღერეს. ვინმე რომ რაღაცას მოგწერს და გააჟღერებთ. სწორია? დღეს არ მინდა ამაზე ვრცლად ლაპარაკი“,- განაცხადა ბესიკ ბოგველმა.
ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის, ბესიკ ბოგველის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, ბოგველმა მიმართა პროკურატურას და მზადყოფნა გამოთქვა, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაო გადაიხადოს. როგორც ადვოკატი ამბობს, „დიდი ალბათობით, ეს ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია“.