ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს სიგელები გადასცა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100 პროცენტიანი გრანტი მოიპოვეს.
გუბერნატორმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება მიულოცა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და სიგელებით დააჯილდოვა.
„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განათლებული ახალგაზრდები, რადგან ქვეყნის ძირითადი პოტენციალი განათლებაზე გადის. მინდა, ასევე წარმატებულად განაგრძოთ სწავლა. ზოგადად, ნებისმიერ მარათონში სტარტი მნიშვნელოვანია, თუმცა რბოლა კვლავ თუ არ გააგრძელეთ შედეგი არ იქნება“, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.
სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებიდან უმაღლეს სასწვლებლებში 100 პროცენტიანი დაფინანსებით 30-მდე აბიტურიენტი ჩაირიცხა. მათ უმრავლესობას სასწავლებლად თბილისში არსებული უნივერსიტეტები აქვთ არჩეული.
სტუდენტებთან შეხვედრაში ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე და რესურსცენტრის ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ.