ბესარიონ სიმონიშვილი - მჯერა, თითოეული ადამიანი, ვინც იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა, უკან მშვიდობიანი გზით დაბრუნდება
ბესარიონ სიმონიშვილი - მჯერა, თითოეული ადამიანი, ვინც იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა, უკან მშვიდობიანი გზით დაბრუნდება

სოხუმის დაცემის დღიდან 27 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოს ისტორიაში. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას და ყოველთვის ვიამაყებთ მათი თავდადებით. მჯერა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და თითოეული ადამიანი ვინც იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა უკან მშვიდობიანი გზით დაბრუნდება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

 

ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.