ბესარიონ სიმონიშვილი - იმედს გამოვთქვამთ, რომ ახლო მომავალში აფხაზეთის დღეს გაერთიანებული საქართველოს საზღვრებში აღვნიშნავთ
იმედს გამოვთქვამთ, რომ ახლო მომავალში აფხაზეთის დღეს გაერთიანებული საქართველოს საზღვრებში აღვნიშნავთ, – ამის შესახებ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბესარიონ სიმონიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 23 მაისს აფხაზეთის დღე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება.
„დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთობა აღინიშნება. რა თქმა უნდა, ამ დღეს ტკივილი მოსდევს. პირველ რიგში, ჩვენ საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირებსა და ჩვენს გმირ მებრძოლებს ვიხსენებთ. იმედს გამოვთქვამთ, რომ ახლო მომავალში აფხაზეთობას გაერთიანებული საქართველოს საზღვრებში აღვნიშნავთ. მანამდე კი, ჩვენი მთავარი საზრუნავია ჩვენი დევნილი მოსახლეობის განსახლება, დასაქმება და მათთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.