დღეს აფხაზეთის დღე აღინიშნება
დღეს აფხაზეთის დღე აღინიშნება

დღეს აფხაზეთის დღეა. 23 მაისი – მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 2014 წელს აფხაზეთის დღედაც გამოაცხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით კვირეულს მართავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მზიურის პარკში ფოტოგამოფენით – „კადრები აფხაზეთიდან“ გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, მზიურის ამფითეატრის სცენაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელისა და აფხაზეთის გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლ „გუმბათის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

ასევე, აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით კაჭრეთის „ამბასადორის“ საცხენოსნო კლუბის ბაზაზე გაიმართა საცხენოსნო შეჯიბრი „აფხაზეთის თასზე“. ამასთან, აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში, თბილისში, ვარკეთილი-3-ის მე-4 მიკრორაიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

დატოვე კომენტარი