ბერლინში ტერორისტული დაჯგუფება „წითელი არმიის ფრაქციის“ ორი წევრი დააკავეს
ბერლინში ტერორისტული დაჯგუფება „წითელი არმიის ფრაქციის“ ორი წევრი დააკავეს

ბერლინში დააკავეს ტერორისტული დაჯგუფების, „წითელი არმიის ფრაქციის“ ორი წევრი. როგორც გერმანული მედია წერს, სპეცოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი. დაშავებულები არ არიან.

პოლიცია ცდილობს, დაადგინოს, არიან თუ არა დაკავებულები ერნსტ-ფოლკერ შტაუბი და ბურკჰარდ გარვეგი, რომლებზეც ძებნა იყო გამოცხადებული.

მედია წერს, რომ სპეცოპერაციაში, ბერლინის პოლიციასთან ერთად, ჩართული იყო კრიმინალურ საქმეთა ფედერალური სამსახური.

ცნობისთვის, 26 თებერვალს ბერლინში ასევე დააკავეს დანიელა კლეტე, რომელიც ასევე იყო ტერორისტული დაჯგუფება „წითელი არმიის ფრაქციის“ წევრი. ამ დაჯგუფების წევრებს 30-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის „დოიჩე ბანკის“ დირექტორის, მკვლელობაში ადანაშაულებენ. 1998 წელს დაჯგუფებამ თვითდაშლის შესახებ განაცხადა, ხოლო მისი წევრებზე ძებნა გამოაცხადეს.