გერმანიის პოლიციამ ბერლინში 150-მდე სტუდენტის მიერ გამართული პალესტინის მხარდამჭერი აქცია დაშალა.
აქტივისტებს ბერლინის ცენტრში მდებარე ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის რამდენიმე აუდიტორია ჰქონდათ დაკავებული.
სტუდენტურმა ჯგუფმა, რომელიც აორგანიზებდა საპროტესტო აქციას, უნივერსიტეტს სოციალურ ქსელში მოუწოდა, ითამაშოს აქტიური როლი პალესტინელი ხალხის ტანჯვის დასრულებაში.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აქციების ორგანიზატორებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, დემონსტრანტებს შენობა უნდა დაეტოვებინათ, თუმცა აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციას არ დაემორჩილა. ტერიტორიიდან დემონსტრანტების გაყვანისას გერმანიის პოლიციამ დაახლოებით 130 ადამიანი დააკავა.