ბერლინში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ელჩების ამბასადორიალი მიმდინარეობს
ბერლინში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ელჩების ამბასადორიალი მიმდინარეობს. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ელჩები საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად საგარეო პოლიტიკის რამდენიმე მთავარ მიმართულებაზე მსჯელობენ.
დღის წესრიგის მიხედვით, საგარეო საქმეთა მინისტრსა და უწყების გუნდთან ერთად მოხდება იმის განხილვა, რა მოცემულობაა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ, რა ეტაპზეა ქვეყანა, ასევე რა გამოწვევები და შესაძლებლობები არსებობს საქართველო-ევროკავშირის გაფართოების პაკეტში.
დიპლომატები განიხილავენ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში არსებული განწყობებსაც.
საკითხებზე მსჯელობა შედგება წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგზეც.
ამბასადორიალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი თავმჯდომარეობს.