ბერიაშვილი „თელავში“ დაბრუნდა - გუნდში ხუთი ახალწვეულია #1TVSPORT
ბერიაშვილი „თელავში“ დაბრუნდა - გუნდში ხუთი ახალწვეულია #1TVSPORT

„თელავმა“ ზაფხულის ტრანსფერებზე ინფორმაციები გაავრცელა და ახალწვეულები წარადგინა.

ეროვნული ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბის ღირსებას 2022 წლის განახლებული სეზონისთვის 5 ახალი ფეხბურთელი დაიცავს.

ილია ბერიაშვილი ამპლუით მცველია. მისი ბოლო კლუბი ვოლგოგრადის „როტორი“ იყო, სადაც სწორედ „თელავიდან“ გადავიდა.

გუნდში ახალწვეული ლეგიონერებიც არიან – ვიტინიო, 24 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი, რომელიც ბოლოს ერევნის „ალაშკერტში“ თამაშობდა. თელაველებს დაეხმარება რაფაელ ჩუკურაც, რომელიც – ბოლნისის „სიონში“ თამაშობდა.

ლევან გრძელიძეც ნახევარმცველია და „სამტრედიაში“ ირიცხებოდა, ხოლო 19 წლის გურამ ყაველაშვილი თავდამსხმელია და „რუსთავიდან“ დაიმატეს.

სიახლეა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის სამწვრთნელო შტაბში – მას თემურ ლორთქიფანიძე (ასისტენტი), ანდრო გიორგობიანი (ანალიტიკოსი) და სანდრო თოდრაძე (ფიზმომზადების მწვრთნელი) დაეხმარებიან, მეკარეებს კი კვლავაც გამოცდილი თამაზ (ბუხუ) ოდიკაძე გაწვრთნის.