ეროვნულ ლიგაში მე-4 ტური ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩით დაიწყო. ქობულთის „შუქურამ“ „თელავს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
ანგარიში პირველ ტაიმში ქობულეთელებმა 22-ე წუთზე გახსნეს. ცოტნე ფაცაციამ კუთხურიდან ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, მირიან ჯიქია ბურთის მოგერიებას ცდილობდა, საკუთარ კარში ჩაჭრა და „შუქურა“ დააწინაურდა 1:0.
ცუდი დასაწყისის მიუხედავად, სტუმრებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. მეორე გოლიც კუთხურის გათამაშების შემდეგ გავიდა – სტანდარტი „თელავის“ ნახევარმცველმა, ნიკა ყიფიანმა შეასრულა, დაჩი ცნობილაძემ კი კარის წინ გახსნილი გიორგი ილურიძე მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.
„თელავმა“ მეორე ტაიმში დაწინაურებაც მოახერხა – ლაშა ქოჩლაძის გადაცემით, იმედა აშორტია საჯარიმოში შევარდა, „შუქურას“ ეფექტურად გაუტანა და „თელავს“ სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა.