ქართული ლეგიონი - შეყილაძემ დუბლი შეასრულა, გულიაშვილის გუნდმა ვერ მოიგო, ბერიაშვილის „მეზოკოვეშდი“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ქართული ლეგიონი - შეყილაძემ დუბლი შეასრულა, გულიაშვილის გუნდმა ვერ მოიგო, ბერიაშვილის „მეზოკოვეშდი“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი შეხვედრები ჩაატარეს, მაგრამ წარმატებული მატჩი მხოლოდ ერთ მათგანს გამოუვიდა.

ბოსნიის პრემიერლიგში გიორგი გულიაშვილის „სარაევომ“ ერთ-ერთ აუტსაიდერს, „სლოგა დობოის“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა 1:1. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა. 25 ტურის შემდეგ „სარაევო“ 36 ქულით მე-6 ადგილზეა.

უნგრეთის ჩემპიონატში ილია ბერიაშვილის „მეზოკოვეშდმა“ ერთ-ერთი ლიდერი „დებრეცენი“ მიიღო და 0:1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმრები 54-ე წუთზე მელდინ დრესკოვიჩმა დააწინაურა. რვა წუთში „დებრეცენი“ კაცნაკლული დარჩა, მაგრამ „მეზოკოვეშდმა“ თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა და 26 ტურის შემდეგ 32 ქულით მე-7 ადგილზე დარჩა.

ყველაზე წარმატებულად შოთა შეყილაძემ ითამაშა, რომელმაც „ჟენისში“ სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა. თბილისის „ლოკომოტივის“  ყოფილმა ფორვარდმა ყაზახეთის პირველი დივიზიონის კლუბში, კიდევ ერთ ყოფილ „ლოკომოტიველ“ თორნიკე ძებნიაურთან ერთად, შიმკენტის „აკადემიასთან“ სტუმრად მოგებულ (3:1) მატჩში მიიღო მონაწილეობა. შეყილაძემ ორი გოლის გარდა, საგოლე გადაცემა შეასრულა.