ეროვნული ლიგის ახალი სეზონი დაიწყო - „სამტრედიამ“ დებიუტანტის გოლით „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ახალი სეზონი დაიწყო - „სამტრედიამ“ დებიუტანტის გოლით „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 35-ე საფეხბურთო ჩემპიონატი ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიხსნა. ეროვნული ლიგის პირველ შეხვედრაში „სამტრედიამ“ „თელავს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

სეზონის პირველი ყვითელი ბარათი 39-ე წუთზე თელაველთა მცველმა, თორნიკე დუნდუამ მიიღო, სეზონის პირველი გოლი კი 65-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ გაიტანა. „სამტრედიის“ 23 წლის თავდამსხმელმა, რომელმაც ეროვნულ ლიგაში სადებიუტო თამაში ჩაატარა, ულამაზესი დრიბლინგით მეტოქის დაცვას გვერდი აუარა და ზუსტად დაარტყა.

საბოლოოდ, ახალ სეზონში პირველი გამარჯვება „სამტრედიამ“ მოიპოვა, შესაბამისად, სეზონში პირველი მარცხი „თელავმა“ განიცადა.

პირველი ტურის დარჩენილი მატჩების განრიგი:

ტური 1

შაბათი, 25 თებერვალი

დილა – დინამო თბ

19:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი

კვირა, 26 თებერვალი

გაგრა – სამგურალი

15:00. ილია კოკაია არენა – თბილისი

საბურთალო – ტორპედო

17:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი

დინამო ბთ – შუქურა

20:00. ბათუმი არენა – ბათუმი