თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია ორსართულიანი სახლის პირველი სართული – 15კვ.მ. დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ეკიპაჟი.