ბერძნული მედია - დიმიტრი ავრამოპულოსი მზადაა, ფარმაცევტული კომპანიის საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლოს
ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრი ავრამოპულოსი მზადაა, ფარმაცევტული კომპანიის, „ნოვარტისის“ საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლოს, – ამის შესახებ მან ბერძნულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„სამართალი იზეიმებს, როდესაც ეს ნაძირლები, რომლებმაც შეთქმულება მოაწყვეს განსასჯელის სკამზე აღმოჩნდებიან“, – განაცხადა ავრამოპულოსმა, რომელიც 2006-2009 წლებში საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ავრამოპულოსი აცხადებს, რომ ყველა მისი ანგარიში გამოძიებისთვის ღიაა, რადგან დასამალი არაფერი აქვს. ევორკომოსარი დარმწუნებულია იმ ადამიანების უდანაშაულობაშიც, რომლებიც მასთან ერთად არიან ეჭვმიტანილები კორუფიცულ გარიგებაში.
პროკურატურამ შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანიის „ნოვარტისის“ საქმის გამოძიება დაიწყო.
საქმეში საბერძნეთის ყოფილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ, მათ შორის, ანტონის სამარასი და ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი, პროკურატურის მტკიცებით, ფარმაცევტული კომპანია მის მედიკამენტებზე მაღალი ფასების დადგენის სანაცვლოდ, ბერძენ მაღალჩინოსნებსა და ექიმებს ქრთამს უხდიდა.
ავრამოპულოსი და სამარასი ბრალდებებს უარყოფენ.