ბერძნული მედია - 74 წლის მამაკაცი აცხადებს, რომ სავარაუდოდ ქართველებმა აწამეს
საბერძნეთში 74 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ქართველებმა აწამეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. ბერძნული მედიის ცნობით, ინციდენტი ვულას რეგიონში მოხდა.
დაზარალებული აცხადებს, რომ დამნაშავეები მის სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც ბინაში არავინ იმყოფებოდა.
პოლიციის ცნობით, სახლში დაბრუნებულ მამაკაცს ბოროტმოქმედებმა თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სასტიკად აწამეს. შედეგად, მას ხელი აქვს მოტეხილი, ჩამტვრეული აქვს კბილები და გატეხილი აქვს ცხვირი.
დაზარალებული აცხადებს, რომ მისი წამება სამ საათს გრძელდებოდა. მამაკაცი ამტკიცებს, რომ ბოროტმოქმედები, სავარაუდოდ, ქართველები იყვნენ.
დამნაშავეებმა სახლში დამონტაჟებული ფარული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები წაიღეს და მიიმალნენ.
პოლიცია დამნაშავეთა ჯგუფს ეძებს.