ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ოლიმპიადაზე დღეს რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე იჭიდავებენ #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ოლიმპიადაზე დღეს რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე იჭიდავებენ #1TVSPORT

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი იასპარეზებს.

67 კგ წონითი კატეგორიის მერვედფინალში რამაზ ზოიძე ყირგიზ ამანტურ ისმაილოვს შეხვდება. წარმატების შემთხვევაში კი უკრაინელ ფავრიზ ნასინოვსა და სერბ მატე ნემესს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

87 კგ-ში ლაშა გობაძე პირველ შეხვედრას ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარასთან გამართავს. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში კი ქართველის მეტოქე ბულგარელ სემენ ნოვიკოვსა და დანიელ ტურპალ ბისულთანოვს შორის გამარჯვებული იქნება. წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე 97კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა, რომელმაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ხასლახანაუსთან წააგო და ოლიმპიურ თამაშებს დაემშვიდობა.