ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს სტარტი აიღო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატმა ჭიდაობაში. ტურნირზე პირველები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ.

დღეს, ათი წონითი კატეგორიიდან ოთხში – 55, 72, 77 და 87 კილოგრამებში საკვალიფიკაციო ეტაპებისა და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება.

შეჯიბრზე საქართველოს სახელით მედლების მოსაპოვებლად ოთხი მოჭიდავე გამოვიდა, რომელთაგანაც წარმატებით ასპრეზობას მხოლოდ ნუგზარ წურწუმია (55კგ) აგრძელებს. ქართველი სპორტსმენი მეოთხედფინალშია, სადაც იგი უზბეკ ორტიკბოევს შეხვდება.

შმაგი ბოლქვაძე (72კგ), იური ლომაძე (77კგ) და რობერტ კობლიაშვილი (87კგ) შეჯიბრის ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ. მათი მეტოქეების ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველ მოჭიდავეებს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი რეპეშაჟიდან ექნებათ.