ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | წურწუმია და ქაჯაია ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ, ლომაძე მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | წურწუმია და ქაჯაია ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ, ლომაძე მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს #1TVSPORT

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრებიდან ნახევარფინალში ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) იასპარეზეს.

წურწუმია – აზებაიჯანელ, ხოლო ქაჯაია ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ფალავანთან დამარცხდა და ორივე მათგანი ხვალ, 13 თებერვალს ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. მესამე ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებს კიდევ ერთი ქართველი იური ლომაძე (77კგ) – იგი რეპეშაჟიდან შეეცდება მედლის მოპოვებას.

13 თებერვალს ფინალური ბლოკი თბილისი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 11 მედალი მოიპოვა – თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი გახდა, გენო პეტრიაშვილი – ვერცხლის, ხოლო შოთა ფარტენაძე, ედემ ბოლქვაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონობა ლერი აბულაძემ იზეიმა, ჯონი ხეცურიანი მეორე ადგილზე გავიდა, ნუგზარ წურწუმიამ, ლაშა გობაძემ და იაკობ ქაჯაიამ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.