ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | იური ლომაძემ ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | იური ლომაძემ ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში იური ლომაძემ (77 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა ხორვატი მოწინააღმდეგე დამაჯერებლად, 8:0 დაამარცხა. შეჯიბრზე მესამე ადგილის მოპოვების შანსი ჰქონდა მძიმეწონოსან იაკობ ქაჯაიასაც, მაგრამ იტალიელ სპორტსმენთან დამარცხდა.

ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრების ხუთმა წევრმა იასპარეზა, მათგან ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ) რეპეშაჟიდან ინარჩუნებენ. ფინალური ორთაბრძოლები 14 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 11 მედალი მოიპოვა. თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი გახდა, გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო შოთა ფარტენაძე, ედემ ბოლქვაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი ლერი აბულაძე გახდა, ჯონი ხეცურიანი მეორე ადგილზე გავიდა, ნუგზარ წურწუმიამ, ლაშა გობაძემ და იაკობ ქაჯაიამ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.