ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მეოთხედფინალი შმაგი ბოლქვაძემაც მოიგო, ორი ქართველი ნახევარფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]
მეორე ევროპულ თამაშების ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირში დღეს ჩართული სამი ქართველიდან, ორი ნახევარფინლში გავიდა. ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორმა ბოლქვაძემ მეოთხედფინალში სერბ მეტ სემენსთან დაპირისპირების პირველ ნახევარში 1:0 გაიმარჯვა. მეორე პერიოდში მან საკუთარ მონაგარს კიდევ ერთი ქულა შემატა, უპირატესობა საფინალო სირენამდე შეინარჩუნა და ნახევარფინალის საგზური გაიფორმა. ფინალში გადასასვლელ ორთაბრძოლას შმაგი ბოლქვაძე სომხეთის ნაკრების წევრ კარენ ასლანიანთან გამართავს.
შეგახსნენებთ რომ ნახევარფინალშია დავით ჩხარტიშივილიც (60 კგ.), რომლის მეტოქეც უნგრელი ერიკ ტორბა იქნება. რაც შეეხება გელა ბოლქვაძეს (77 კგ.), ის ოქროსთვის ბრძოლას მერვედფინალში გამოეთიშა. ნახევარფინალური შეხევდრები მინსკის „სპორტის სასახლეში“ 19:00-იდან დაიწყება, მედლებისთის ბრძოლები კი 29 ივნისს გაიმართება.