ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - დავით ჩხარტიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს | მინსკი 2019 [ვიდეო]
მეორე ევროპულ თამაშებზე დღეს ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ. საქართველოს ნაკრების პირველი ნახევარფინალისტი დავით ჩხარტიშვილი იყო, რომელიც უნგრელ ერიკ ტორბასთან დაძაბულ ორთაბრძლაში დამარცხდა.
უხვქულიანი გამოდგა შეხვედრის პირველი პერიოდი, რომელიც საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ჩხარტიშვილის გამარჯვებით, ანგარიშით – 5:3 დასრულდა. მერე ნახევარის ორწუთნახევარი უქულოდ გავიდა, დარჩენილ დროში კი უნგრელმა სამი ქულა აიღო და ჩხარტიშვილმაც დასანანი მარცხი იწვნია. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში 22 წლის ქართველი რუმინელ და შვედ მოჭიდავეებს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში ასევე ნახევარფინალურ შეხვედრას გამართავს შმაგი ბოლქვაძე (67 კგ.), რომელიც ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელ სომეხს, კარენ ასლანიანს შეხვდება. რაც შეეხება გელა ბოლქვაძეს (77 კგ.), ის მედლებისთვის ბრძოლას მერვედფინალში გამოეთიშა. ამ წონითი კატეგორიების ფინალური ბლოკი მინსკის „სპორტის სასახლეში“ ხვალ, 29 ივნისს 19:30-იდან დაიწყება.
29 ივნისსვე, დილიდან ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ქართული ექვსეულის დანარჩენი წარმომადგენლები: რობერტ კობლიაშვლი (87 კგ.), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ.) და იაკობ ქაჯაია (130 კგ.) გავლენ.