ბექა ტუღუში - ქართული გუნდის თამაშს, რომ რვა ათასი მაყურებელი დაესწრო, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი
ქუთაისის “ტორპედო”, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა. გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ტუღუშის აზრით, ეროვნული ლიგის გადამწყვეტი შეხვედრა თბილისის “დინამოსთან” (ქუთაისელებმა 1:0 მოიგეს) ნეგატიური კუთხით გაშუქდა.
„დასრულებული საფეხბურთო ჩემპიონატი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, მაგრამ მას მეტი პიარი და საზოგადოების კეთილგანწყობა სჭირდებოდა. ამის მაგალითი “დინამო”-“ტორპედოს” მატჩის შემდეგ ზოგიერთების მიერ გაკეთებული აქცენტები იყო – მთავარი, თურმე, ის გახლდათ, ფანების ნაწილმა სკამები რომ დაამტვრია. ამას გამართლება არ აქვს, მაგრამ რაც ევროპაში “მილანი”-“ინტერის”, “მანჩესტერისა” და “მან სიტის”, ან “სელტიკი”-“რეინჯერსის” მატჩამდე და მის შემდეგ ხდება, იმასთან შედარებით, ქუთაისელი გულშემატკივრის ნაწილის აგრესია ბავშვურ ხულიგნობად მოგვეჩვენება.
ისიც ვთქვათ, რომ ორი წამყვანი ქართული გუნდის თამაშს რვა ათასი მაყურებელი დაესწრო, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი – ამდენი გულშემატკივარი საქართველოში არც ერთი სახეობის ჩემპიონატზე არ დადის. პირადად მე, ამ ფაქტმა გამახარა, რადგან პრობლემების მიუხედავად, ქართულ ფეხბურთს გულშემატკივარი კიდევ ჰყავს” – ამბობს ტუღუში პირველ არხთან.