ტუღუში „ტორპედოდან“ „სამტრედიაში“ გადადის
ტუღუში „ტორპედოდან“ „სამტრედიაში“ გადადის

„ტორპედოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ტუღუშისა და ქუთაისური კლუბის გზები გაიყარა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახურის ცნობით, კონტრაქტი კლუბსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

წასვლის წინ ტუღუშმა ქუთაისელ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„ქუთაისში შვიდი სეზონი გავატარე და მთელი ამ ხნის განმავლობაში, ცუდსა თუ კარგ დროს, მხარდაჭერას ვგრძნობდი. „ტორპედოში“ სამი ტიტული მოვიგე და რომ არა გულშემატკივრების საოცარი მხარდაჭერა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. მადლობა ყველაფრისთვის და წარმატებებს გისურვებთ“, – ამბობს ბექა ტუღუში.

პირველი არხის ინფორმაციით, „ტორპედოს“ ყოფილ შემტევს კარიერის გაგრძელება „სამტრედიაში“ შესთავაზეს და ეს ტრანსფერი უახლოეს დღეებში ოფიციალურად დადასტურდება.