ბექა ოდიშარია - ტელეკლოუნადებში მონაწილეობაზე პრეტენზია არ მაქვს, ამ ქასთინგისთვის მზად არიან სხვა ადამიანები
დეპუტატი ბექა ოდიშარია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთან დაპირისპირების შესახებ კომენტარს აკეთებს.
ოდიშარიას თქმით, მელიას განცხადება მისთვის ღიმილისმომგვრელია. ოდიშარია ამბობს, რომ არასოდეს არავის გაქცევია და ტელეკლოუნადებში მონაწილეობის სურვილი არ აქვს.
„არ მგონია, ვინმეს, მათ შორის მაგ განცხადების ავტორს როდესმე გაქცეული ვენახე. შესაბამისად, ამ ყველაფერზე მეღიმება, ამ განცხადებებზე მეღიმება. მე ტელეკლოუნადებში მონაწილეობაზე პრეტენზია არ მაქვს. მაგ ქასთინგისთვის მზად არიან ადამიანები და ღმერთმა ხელი მოუმართოთ. არ მინდა, ძალიან სარკასტული ვიყო“ ,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვას, ნიკა მელიამ სამდურავი გამოთქვა, რომ თქვენ მის დაჭერას ხმა მიეცით, ოდიშარიამ ასე უპასუხა: „წაიკითხეთ, დაჭერას იყო თუ რას იყო ხმა მიცემული. მე თქვენს შოუში მონაწილეობისთვის მართლა არ მცალია. გულწრფელად გეუბნებით, არაფერი პირადული“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მომხრე 91 დეპუტატი იყო, მათ შორის ბექა ოდიშარია.