ბექა ოდიშარია - საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის დევიზია „ღირსება და სამშობლო“, ორივეს მსახურება უპირობოდ შეეფერება ბიძინა ივანიშვილის ცხოვრებისეულ გზას და მოღვაწეობას
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს.
„ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს პრესტიჟულ ჯილდოს – საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულს! დიდი მადლობა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ქართველი მეცენატის, პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ღვაწლის, დაფასებისათვის! ამ ორდენის დევიზია „ღირსება და სამშობლო“ – ორივეს მსახურება უპირობოდ შეეფერება მის განვლილ ცხოვრებისეულ გზას და მოღვაწეობას მრავალი მიმართულებით. მომავალშიც ვუსურვებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ნაყოფიერ საქმიანობას და საერთო გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.