ბექა ოდიშარია – საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის დევიზია „ღირსება და სამშობლო“, ორივეს მსახურება უპირობოდ შეეფერება ბიძინა ივანიშვილის ცხოვრებისეულ გზას და მოღვაწეობას

19:01, 06.01.2021

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს.

„ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს პრესტიჟულ ჯილდოს – საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულს! დიდი მადლობა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ქართველი მეცენატის, პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ღვაწლის, დაფასებისათვის! ამ ორდენის დევიზია „ღირსება და სამშობლო“ – ორივეს მსახურება უპირობოდ შეეფერება მის განვლილ ცხოვრებისეულ გზას და მოღვაწეობას მრავალი მიმართულებით. მომავალშიც ვუსურვებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ნაყოფიერ საქმიანობას და საერთო გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.

მსგავსი