ბექა ოდიშარია - რა წამს გაირკვა, რომ მელია სააკაშვილს აგინებდა, ნახეთ, სადაც აღმოჩნდა, რაც არ უნდა წალდი ურტყა გამხმარ ხეს, მისგან არაფერი გამოვა
ბექა ოდიშარია - რა წამს გაირკვა, რომ მელია სააკაშვილს აგინებდა, ნახეთ, სადაც აღმოჩნდა, რაც არ უნდა წალდი ურტყა გამხმარ ხეს, მისგან არაფერი გამოვა

ნიკა მელიას უნიკალური ნიჭი აქვს, ხალხი შეკრიბოს და დაშალოს ან წრეზე წაიყვანოს და გაასეირნოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, მელია არაჩვეულებრივი გიდი იქნებოდა, იმის ინტელექტი რომ ჰქონდეს, გააცნობიეროს ძველი ქალაქის ღირსშესანიშნაობები.

„ნიკა მელიას უშიშროების აკადემია აქვს დამთავრებული, შევარდნაძის „კაგებეში“ აქვს ნამუშევარი, აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელიც იყო და ალბათ მას სხვადასხვა მისამართზე მისვლა გაუჭირდება, რადგან იქიდან ვინმე გამოსახლებული ეყოლება. მელიას რა შესაძლებლობაც ჰქონდა, ეს სულ დაკავშირებული იყო სააკაშვილის ავტორიტეტთან. რა წამს გაირკვა, რომ მელია სააკაშვილს აგინებდა, ნახეთ, სადაც აღმოჩნდა, თავის ეფემერულ მოძრაობაში. გამხმარ ხეს რაც არ უნდა წალდი ურტყა, მისგან არაფერი გამოვა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.