ბექა ოდიშარია - მოხარული ვარ, რომ სოფო ჯაფარიძეს ფართო დიაპაზონი აქვს, სააკაშვილის ტანსაცმლის „ყარაულობიდან“ დაწყებული, ახლა საგარეო საკითხებიც ჩაბარდა
ბექა ოდიშარია - მოხარული ვარ, რომ სოფო ჯაფარიძეს ფართო დიაპაზონი აქვს, სააკაშვილის ტანსაცმლის „ყარაულობიდან“ დაწყებული, ახლა საგარეო საკითხებიც ჩაბარდა

მოხარული ვარ, რომ სოფო ჯაფარიძეს ფართო დიაპაზონი აქვს, სააკაშვილის ტანსაცმლის „ყარაულობიდან“ დაწყებული, ახლა საგარეო საკითხებიც ჩაბარდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, „ისე არ მოხდეს, რომ ქართველი ხალხი მართლა გაღიზიანდეს და სააკაშვილის გარშემო სიმართლის გამოაშკარავება არა მხოლოდ „ხალხის ძალამ“ მოითხოვოს, არამედ ხალხმა“.

„ამისთვის ყველაფერს აკეთებენ ისინი, ვინც პოლიტიკაში პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამენ და საკუთარ ხალხს და ხელისუფლებას სხვა ქვეყნის ხელისუფლებასთან უჩივიან“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს უკრაინულ მხარეს, უკრაინის პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება იმ პირთა გამოსავლენად, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ დანაშაული ჩაიდინეს.