ბექა ოდიშარია - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის მხრიდან უსამართლო განცხადებები გულდასაწყვეტია, ხალხისა და ხელისუფლების დაყოფა არ გამოვა
ბექა ოდიშარია - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის მხრიდან უსამართლო განცხადებები გულდასაწყვეტია, ხალხისა და ხელისუფლების დაყოფა არ გამოვა

ქართული ხელისუფლების მიმართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ევროკავშირისა და მისი უმაღლესი წარმომადგენლობის მხრიდან ასეთი უსამართლო განცხადებები, სულ ცოტა, გულდასაწყვეტია. ხალხისა და ხელისუფლების დაყოფა არ გამოვა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეული და აქვს უმრავლესობის სრული ნდობა.

„იმაზე აპელირება, რომ კანონპროექტის გამო უნდა დაისაჯოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ირიბად ნიშნავს ხალხის დასჯას და არის უსამართლო. ამას ვერ შეიწყნარებს ქართული საზოგადოება. როდესაც არის განცხადებები, რომ ისინი მზად არიან, გააძლიერონ სამოქალაქო სექტორი, ვინ უშლის ხელს, პირიქით, ჩვენც მოხარული ვიქნებით, ოღონდ გამჭვირვალეს გახდიან თუ რა მიმართულებით აძლიერებენ? ეს თუ არის რაღაც პროპაგანდული, ჩვენთვის მიუღებელი და ტრადიციებისთვის შეუწყნარებელი, ვეცდებით, კანონით წინ აღვუდგეთ. აქ საუბარი თუ არის სამეცნიერო ცოდნის, ტექნოლოგიების მიმართულებით ხელშეწყობაზე, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ექსპერტულ და სხვა ინსტიტუციურ გამყარებაზე, რა თქმა უნდა, მივესალმებით“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გუჯშინ განაცხადა: „განვიხილავთ ფინანსური დახმარების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის, პარალელურად, გავზრდით მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ“.