ბექა ოდიშარია - არ ვიცი, ნიკა გვარამია ვის დავალებას ასრულებს, ვის ინსტრუქციას მიჰყვება, როგორ მოხდა მისი ასეთი რეინკარნაცია
არ ვიცი, ნიკა გვარამია ვის დავალებას ასრულებს, ვის ინსტრუქციას მიჰყვება, როგორ მოხდა მისი ასეთი რეინკარნაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
კერძოდ, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „გახარიას პარტიას სამომავლო კოალიციაში ვხედავ, გახარიასთან დაკავშირებით, წარსულთან მიმართებით კითხვების დასმას ამ ეტაპზე არ ვაპირებ“.
„კათარსისის უფლება ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ კათარსისს წინ უნდა ახლდეს ალბათ გარკვეული დროით პაუზა, გააზრება, მონანიება და შემდგომ წარდგომა. ასე უცებ, არ ვიცი. გახარიასთან რა კითხვები უნდა ჰქონდეს? გახარიას გუნდი მათი დავალებით მოქმედებდა. ძალიან ბევრი რამ მეტყველებს, რომ გახარია და გახარიას ჯგუფი მოქმედებდნენ მათი დავალებით, გვარამიას დავალებით თუ არა, სააკაშვილის აუცილებლად. ეს ერთსა და იმავე ქვაბში მოხარშული ადამიანებისა და პარტიების ჯგუფია. აქ არის უბრალოდ ტაქტიკური სვლები. „ნაციონალური მოძრაობა“ არის აბსოლუტურად მარგინალიზებული. ხაბეიშვილის ხელში რა უნდა გააკეთოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სულ რომ „ჯაველინები“ დავაჭერინოთ ხელში საარჩევნოდ, ძალიან რთულია ასე გამარჯვება. ამიტომ მოგონილია ყალბი, შუაშისტური მოძრაობები, რომელთაც არანაირი ნიადაგი, მოჭიდება არ აქვთ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.