ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას პარტია „სოციალ-დემოკრატებსა“ და ფრაქციას ტოვებს.
ამის შესახებ განცხადება ბექა ნაცვლიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მისი თქმით, საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს. დეპუტატი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საპენსიო რეფორმის შესახებ მის მიერ მომზადებული პორექტის კენჭისყრაზე ჩავარდნას უკავშირდება.