„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით ჩავარდა
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით ჩავარდა

უმრავლესობის დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ დღეს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩავარდა. მას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, საკითხის გასატანად კი 52 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

კანონპროექტი გულისხმობს თანხის გადანაწილებას სოლიდარობის პრინციპის საფუძველზე, სადაც დაბალშემოსავლიანები მიიღებენ პროპორციულად მაღალ საპენსიო სარგებელს.

ასევე, ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, მძიმე და მავნე პირობებში დასაქმებულებს ექნებათ შესაძლებლობა, ხუთი წლით ადრე გავიდნენ პენსიაზე.

როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, თუ მმართველი გუნდი აღნიშნულ რეფორმას მხარს არ დაუჭერს, ის პარტიას დატოვებს.