საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის თვალსაზრისით წარდგენილ პროგრამას ეხმაურება.
ნაცვლიშვილის შეფასებით, მთავრობამ სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„ვიდრე მთავრობა ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა გადაწყვეტილებას, შეიძლება ვთქვათ, რომ მან მიიღო სწორი გადაწყვეტილებები, მაგრამ როდესაც მთვრობა აღმოჩნდა გადაწყვეტილებების წინაშე პირისპირ, მარტო, შესაბამისად, მან ისევ მიიღო ძალიან არასწორი გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა,
ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ სოფლის მეორნეობის განვითარების პროგრამის წარმოდგენა დააგვიანა, ასევე ვერ აიღო პასუხისმგებლობა სოფლის მეურნეობის მიზანმიმართულ განვითარებაზე და ეს პასუხისმგებლობა ისევ ბანკებს გადააბარა.
„მთავრობამ, სამწუხაროდ, არ გამოიყენა მსოფლიოში შექმნილი ვითარება, როდესაც ბუნებრივად იქმნება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე დეფიციტი და შესაბამისად, არ მიაქცია ყურადღება საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებას. მთვრობამ ვერ აიღო პასუხისმგებლობა სოფლის მეურნეობის მიზანმიმართულ განვითარებაზე და ეს პასუხისმგებლობა ისევ ბანკებს გადააბარა.
ის განცხადებები, რომლებიც ისმოდა მთავრობის მხრიდან, სასოფლო-სამეურნეო განვითარების პროგრამის წარმოდგენამდე, რომელიც ეხებოდა სასურსათო უსაფრთხოებას, ადგილობრივ წარმოებას, იმპორტის ჩანაცვლებას, ყველაფერი აღმოჩნდა ფუჭი, რადგან ან მთავრობას არ ესმის ამ ცნებების მნიშვნელობა ან შესაბამისად ამას უბრალოდ მხოლოდ და მხოლოდ პიარის სახით აცხადებდა.
პირველი – მიწა არის ამოწურვადი პროდუქტი, მიწა არის ამოწურვადი, რადგან მიწაზე არ შიძლება, ქაოტურად ყველაფრის მოშენება და გაშენება გამომდინარე იქიდან, რომ მაგალითისვის რომ წარმოვიდგინო, თუ რამდენიმე ფერმერმა მოაშენა ერთი კულტურა და მოიცვა ისეთი მიწის ნაკვეთი, რომელიც უკვე ადგილს აღარ ტოვებს სხვა კულტურისთვის, მაშინ ელემენტალური სასურსათო უსაფრთხოება მიღწეული ვერ იქნება.
სასურსათო უსაფრთხოების მიღწევა ნიშნავს არა მხოლოდ საკმარისი რაოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოებას, არამედ უპირველეს ყოვლისა ნიშნავს იმ პირველადი მოხმარებიდ პროდიქტების საკმარის წარმოებას, რომელიც ახასიათებს ამა თუ იმ ქვეყანას, ამა თუ იმ საზოგადოებას. მეორე – ეს ნიშნავს ხარისხიანი პროდუქტის წარმოებას. ვერც ერთი მიზანი ამ ჩამოთვლილი მიზნებისგან მთავრობის მიერ გაცხადებული პროგრამით ვერ იქნება მიღწეული“,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის დაფინანსებას, ნაცვლიშვილის თქმით, მთავრობამ ისევ ბანკებს გადააბარა გადაწყვეტილებების მიღება, თუ რომელი კულტურა უნდა იყოს დაფინანსებული.
ნაცვლიშვილის აზრით, მთავრობას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო განვითარების ბანკი უნდა შეექმნა.
„სოფლის მეურნეობის განვითარება არც ბანკების ცოდნას შეესაბამება და არც შესაბამისად ბანკების პასუხისმგებლობაა.
ამიტომ მთავრობას უნდა გადაედგა ნაბიჯი, რომელიც დიდი ხანია, გადასადგმელი აქვს და უნდა შეექმნა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო განვითარების ბანკი. მეორე, რაც შეეხება მეცხოველეობას და მეფრინველეობას, ჩვენ 52 პროცენტი ჩვენი მოხმარების ხორცისა შემოგვაქვს ისევ უცხოეთიდან. არაფერია ნაქვამი მთვრობის პროგრამაი მეფრინველეობა-მეცხოველეობის განვითარებაზე.
ქათმის ხორცი, რომელიც ისევ დატვირთულია დღგ-თი მთავრობის გადაწყვეტილებით დღესაც არ გათავისუფლებულა, რომელიც შეუქმნიდა ქართველ მეწარმეებს კონკურენტუნარიან გარემოს სხვა გაყინულ ხორცთან შდარებით.
არაფერია ნათქვამი სასოფლო-სამეურნეო გადამამუშავებელ მრეწველობაზე, როდესაც გადამამუშავებელი მრეწველობა სოფლის მეურნეობაში არის მთავარი საყრდენი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მდგრადი განვითარებისა და სოფლად ადამიანების დასაქმებისა. მესამე – კოოპერატივების კანონი, რომელიც მთავრობის შემოთავაზებით პარლამენტმა მიიღო რამდენიმე თვის წინ, საფუძველშივე კლავს მყიფე მდგომარეობაში მყოფ კოოპერატივებს, რომელიც ვაი-ვაგლახით ქვეყანაში ჩამოყალიბდა. ამ კანონით კი მთვრობამ მთლიანად შესაძლებლობა წაართვა ახალი კოოპერატივების ჩამოყალიბებისთვის ფერმერებს და შესაბამისად, ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხაც, რომელზეც გუშინ იყო საუბარი, შედეგის მომტანი ვერ იქნება. არაფერია მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროგრამაში აგრო სასურსათო ბაზარზე.
ვიცით, რომ დღევანდელი ფერმერები, ქართველი მეწარმეები დამოკიდებულები არიან დღესაც გადამყიდველებზე და სუპერმარკეტებზე. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი მოგება მცირეა – ერთი ჩვენი ფერმერების და მეორე, შესაბამისად, გამომდინარე აქედან ჩვენი მოსახლეობისთვის არის ძალიან მაღალი. მთავრობას უნდა გადაედგა ნაბიჯი მათი დომინირებული მდგომარეობის შესაზღუდად. მთავრობამ შეუძლია იხილოს კონკურენციის სააგენტოს დასკვნა, რომელიც ჩემი მიმართვის საფუძველზე იქნა დაწერილი.
მეოთხე – არაფერია ნაქვამი სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების ურთიერთკავშირზე. მაგალითად, ჩვენ გვაქვს პოტენციალი, ელემენტარული სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიული წარმოებისა, რომ ავიღოთ მაგალითად სეტყვისგან დამცავი ბადეები, რომელიც მოახდენდა სოფლის მეურნეობისა და დამამუშავებელი მრეწველობის ურთიერთინტეგრაციას.
სოფლის მეურნეობას სჭირდება დაგეგმვა. მხოლოდ მთავრობას შეუძლია, აიღოს პასუხისმგებლობა კონკრეტული დარგების, კონკრეტული კულტურების განვითარებაზე. თუ რა რაოდენობით, რა სახით უნდა იქნან ისინი ქვეყანაში ნაწარმოები, რომ შესაბამისად ელემენტარული მივუახლოვდეთ სასურსათო უსაფრთხოების მიზნებს.
სამწუხაროდ, მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ჰგავს მხოლოდ წინასაარჩევნოდ გამიზნულ სოციალურ დახმარებას, რომელიც ქართული სოფლის მეურნეობისთვის არაფერს არ მოიტანს“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის სფეროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გამართა და კონკრეტული პროგრამები წარადგინა, რომელიც ფერმერების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
პროგრამის თანახმად, თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით; ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც საბაზრო ფასზე გარანტირებულად ერთი ლარით იაფი იქნება; 2020 წელს 42 000 ფერმერი სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდება; ფერმერებს, რომლებსაც ტექნიკის შეძენა დასჭირდებათ, სახელმწიფო, გრანტის სახით 50 პროცენტს დაუფინანსებს.