ბექა ნაცვლიშვილი - ხელისუფლებამ მართლწესრიგი თავად უნდა დაიცვას, ეს უფლებამოსილება რომელიმე საზოგადოებრივ ჯგუფებს არ უნდა გადავაბაროთ
თუ რაიმე მოხდება, ხელისუფლებამ უნდა გაბედოს და მართლწესრიგი თავად დაიცვას, ეს უფლებამოსილება რომელიმე საზოგადოებრივ ჯგუფებს არ უნდა გადავაბაროთ, რაც არ უნდა ამის ინტერესი ჰქონდეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განუცხადა, რომელიც ლევან ვასაძის განცხადებებს გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ჯგუფები ხელისუფლების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
„როცა საზოგადოებრივი ჯგუფები პრეტენზიას აცხადებენ, რომ მართლწესრიგი მათ დაამყარონ, ეს არის სრული დელეგიტიმაცია მთავრობის. ბრძოლის ეს ფორმა მისაღები არ არის არც ერთი ჯგუფის წინააღმდეგ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.