ბექა ლილუაშვილი - სიმართლე ვერ შეიცვლება იმის მიხედვით, პოლიტიკიდან წასულ-დაბრუნებული ადამიანი როგორ აფასებს კონკრეტულ მოვლენებს
ბექა ლილუაშვილი - სიმართლე ვერ შეიცვლება იმის მიხედვით, პოლიტიკიდან წასულ-დაბრუნებული ადამიანი როგორ აფასებს კონკრეტულ მოვლენებს

სიმართლე არის სიმართლე მუხედავად იმისა, პოლიტიკიდან წასული-დაბრუნებული ადამიანი როგორ აფასებს კონკრეტულ მოვლენებს. სიმართლე ამის მიხედვით ვერ შეიცვლება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა გახარისთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

ლილუაშვილის შეფასებით, ივანიშვილის განცხადება მის პოლიტიკაში დაბრუნებაზე მიუთითებს. ამასთან, ბექა ლილუაშვილის განმარტებით, თავის დროზეც სასაცილოდ მიაჩნდათ საუბარი, თითქოს გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყო.

„ჩემი აზრით, ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ წავიდა პილიტიკიდან და ამავდროულად ასეთი შეფასებებით აკეთებს განცხადებებს, ეს ამას მიუთითებს. ჩვენთვის თავის დროზეც სასაცილო ბრალდება იყო და ახლაც გაუგონარი ამბავია, რადგან პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ მიმართ გაჟღერდა მაგავსი განცხადებები პროექტობასთან დაკავშირებით, ძალიან მკაფიოდ გავაკეთეთ განმარტება, რომ არავითარი ბიძინას პროექტი და არავითარი „ნაცმოძრაობასთან“ აფილირება არაფერ შუაში არ არის.

ჩვენ ვართ ჩვენი საზოგადოების გვერდით, ადამიანების დღის წესრიგზე ორიენტირებული, ახლაც რომ ვდგავარ და განმარტებებს ვიძლევი, აბსოლუტურად შინაარსს მოკლებულია, არ აინტერესებთ ეს ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის დროის კარგვა და ამ დროის კრგვაში მათ ჩათრევის საშუალებას არ მივცემთ.

ჭორაობაა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სისულელის და უსაფუძვლო განცხადებების საფუძველზე კეთდება, მათ შორის პილიტიკური განცხადებები. ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში უსაფუძვლო პილიტიკური შეფასებები იყო თითქოს ღალატთან დაკავშირებით და ა.შ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ მოვისმინეთ წერილის შინაარსი. დანარჩენთან დკავშირებით მათ შორის გიორგი გახარიასაც ექნება თავისი პიზიცია უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.

ამასთან, ივანიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია. მისი თქმით, „მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“.