გიორგი გახარია - მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს
გიორგი გახარია - მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს

მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას.

„მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო… სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!“ – აცხადებს გიორგი გახარია.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.

დატოვე კომენტარი