ბექა ლილუაშვილი - ფაქტია, რომ ხაბეიშვილმა და წითლიძემ შეთანხმებულ თარიღზე უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს და თუ ეს შეფასება არ მოსწონთ, ცივი წყალი დალიონ
ბექა ლილუაშვილი - ფაქტია, რომ ხაბეიშვილმა და წითლიძემ შეთანხმებულ თარიღზე უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს და თუ ეს შეფასება არ მოსწონთ, ცივი წყალი დალიონ

სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები არათანმიმდევრულია პარლამენტში მუშაობის დროს და ოპოზიციის მიმართ ამომრჩეველში, განწყობების თვალსაზრისით, ცვლილებებს ქმნიდა, რადგან არათანმიმდევრული ნაბიჯები ბევრჯერ გადადგეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც ასეთ განწყობებს ქმნიან, რადგან დიდი უპასუხისმგებლობა იყო, რაც რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოხდა – ორი დეპუტატი საზღვარგარეთ წავიდა. ეს იყო უკიდურესად უპასუხისმგებლო ქმედება. ამიტომ საქმით უნდა დაამტკიცონ, სამშაბათის პლენარული სხდომაც მალე მოვა და ვნახავთ მათ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, რომ ლევან ხაბეიშვილი და ანა წითლიძე შეფასება „უპასუხისმგებლობაზე“ გაბრაზდნენ, ლილუაშვილი პასუხობს: „არა უშავს, ცივი წყალი დალიონ. ფაქტია, რომ შეთანხმებულ თარიღზე უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს და თუ ეს შეფასება არ მოსწონთ, ცივი წყალი დალიონ“.