ბექა ლილუაშვილი – ფაქტია, რომ ხაბეიშვილმა და წითლიძემ შეთანხმებულ თარიღზე უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს და თუ ეს შეფასება არ მოსწონთ, ცივი წყალი დალიონ

13:58, 13.04.2023

სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები არათანმიმდევრულია პარლამენტში მუშაობის დროს და ოპოზიციის მიმართ ამომრჩეველში, განწყობების თვალსაზრისით, ცვლილებებს ქმნიდა, რადგან არათანმიმდევრული ნაბიჯები ბევრჯერ გადადგეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც ასეთ განწყობებს ქმნიან, რადგან დიდი უპასუხისმგებლობა იყო, რაც რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოხდა – ორი დეპუტატი საზღვარგარეთ წავიდა. ეს იყო უკიდურესად უპასუხისმგებლო ქმედება. ამიტომ საქმით უნდა დაამტკიცონ, სამშაბათის პლენარული სხდომაც მალე მოვა და ვნახავთ მათ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, რომ ლევან ხაბეიშვილი და ანა წითლიძე შეფასება „უპასუხისმგებლობაზე“ გაბრაზდნენ, ლილუაშვილი პასუხობს: „არა უშავს, ცივი წყალი დალიონ. ფაქტია, რომ შეთანხმებულ თარიღზე უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს და თუ ეს შეფასება არ მოსწონთ, ცივი წყალი დალიონ“.

მსგავსი