ბექა ლილუაშვილი - რომელი ვაშაძე, ცხელი შემოდგომა რომ დააყენა და ევროკავშირიდან ფორმულით ჩამოვიდა? მასზე რა სერიოზული კომენტარი გავაკეთო, პარტნიორები გვეუბნებიან, ბოიკოტი კი არა, ერთად იმუშავეთო
რომელი ვაშაძე, ცხელი შემოდგომა რომ დააყენა და ევროკავშირიდან ფორმულით რომ ჩამოვიდა? მასზე რა სერიოზული კომენტარი გავაკეთო? – ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის იმ განცხადებას, სადაც ვაშაძე აღნიშნავს: „ყავის სმის ჯგუფებში ვინც შევიდა, რა შედეგი დადო, რაზეც პარტნიორები ამბობენ, ყოჩაღ, საქართველოო?“
ლილუაშვილის თქმით, პარტნიორების მოწოდებაა, რომ პარტიებმა ერთად იმუშაონ.
„ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, ბოიკოტის გამოცხადება კი არა, ერთად იმუშავეთ, მიუხედავად იმისა, „ქართული ოცნება“ გაითვალისწინებს თუ არა თქვენს შენიშვნებს, ეს დაასრულებს პოლარიზაციას, მათ შორის ჩვენს აღქმას ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზეო. ვფიქრობ, იმავეს გაუმეორებდნენ ვაშაძესაც“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.