ბექა ლილუაშვილი - აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა შევიმუშაოთ შედეგზე ორიენტირებული პოსტკრიზისული ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა
ბექა ლილუაშვილი - აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა შევიმუშაოთ შედეგზე ორიენტირებული პოსტკრიზისული ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ არა მხოლოდ ადგილობრივი ბიზნესის ან აკადემიის, არამედ ჩვენ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა შევიმუშაოთ ძალიან ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული პოსტკრიზისული ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე, როდესაც ეკონომიკური პოლიტიკის კონტექსტში, როგორც კრიზისამდე, ასევე კრიზისის პერიოდში თითოეული ნაბიჯის გადადგმამდე ფართომასშტაბიანი განხილვები მიმდინარეობს.

„განხილვებში ჩართულია კერძო სექტორი, ასევე. მაგალითად, ეკონომიკის ექსპერტები და ანალიტიკური ორგანიზაციები ე.წ. think tank-ები და ეს პროცესი მიმდინარეობს მუდმივად. ეს ხდებოდა კრიზისამდეც და გრძელდება კრიზისის პერიოდშიც კიდევ უფრო აქტიურად. როდესაც ვმუშაობდით ანტიკრიზისულ სამოქმედო გეგმაზე, ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ამაში ჩართული იყო კერძო სექტორი, ვსაუბრობ ფართო ჩართულობაზე, ვინაიდან ეს არ შეეხებოდა მხოლოდ ვიწრო ჯგუფებს ან მსხვილ ბიზნესებს. ეს პროცესი გრძელდება და ბუნებრივია, გაგრძელდება არა მხოლოდ ადგილობრივი ბიზნესის ან აკადემიის ჩართულობით, არამედ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა შევიმუშაოთ ძალიან ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული პოსტკრიზისული ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.