ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმის სასამართლო პროცესზე საპატრულო ეკიპაჟის ჩანაწერები აჩვენეს
ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმის სასამართლო პროცესზე საპატრულო ეკიპაჟის ჩანაწერები აჩვენეს

გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე ბრალდებული პატრულის თანამშრომლების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე საპატრულო ეკიპაჟის ორი  ჩანაწერის ჩვენება მოხდა.

გამოკვლეულ ჩანაწერებში აღაიანის მონაკვეთიდან დასავლეთის მიმართულებით განხორციელებული დევნაა გადაღებული. კადრებიდან ჩანს, როგორ მიდის პატრულის თანამშრომელი გაჩერებულ მანქანასთან, თუმცა მიახლოვებისას მანქანა აგრძელებს მოძრაობას და ეკიპაჟი იწყებს მის დევნას.

ბრალდების მხარე პატრულის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ხახუბიას დარღვევები ჰქონდა, თუმცა ეს იყო ადმინისტრაციული სახის და არა სისხლის სამართლის.

ათმეთაურმა ნუკრი ხაბელაშვილმა განაცხადა, რომ ამ ფორმით გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როდესაც “ბე ემ ვე X5”-მა  საფრთხე შეუქმნა პატრულის თანამშრომლებს, არ დაემორჩილა მოთხოვნას და განაგრძო გზა “ბოძსტიკების” განგრევით. მომდევნო პროცესი 16 თებერვალს ჩაინიშნა.