ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარადგენს
ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარადგენს

გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარი მტკიცებულებების სახით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ერთ-ერთი ბორტის ჩანაწერს და სამხრე კამერების ჩანაწერებს წარადგენს.

დაცვის მხარის ადვოკატი თამარ აბესაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის მოლოდინის მიუხედავად, ეს ჩანაწერები მისი დაცვის ქვეშ მყოფების დანაშაულს არ ამტკიცებს და მიანიშნებს იმ გარემოებებზე, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ქმედება პროპორციული იყო.


საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუჩერდათ,  ბრალი სსსკ-ის 116- ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.


საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 17 მაისს  გორთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბთან ძლიერი შეჯახების შედეგად გარდაიცვალა.