“მიდი ოლიმპიკის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდა ქართველი მესამეხაზელი, ბექა გორგაძე, 2018 წლის სეზონიდან ბორდოს მორაგბე გახდება. კონტრაქტი მხარეებს შორის 2+1 წლით დაიდება.
ბექა პროდ2-ის მონ დე მარსანში ირიცხებოდა და გუნდთან კონტრაქტი 2019 წლის ბოლომდე აკავშირებდა, თუმცა როგორც ჩანს ბორდოს ისე სურდა მისი შეძენა, რომ კონტრაქტი გამოისყიდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბექას შეძენა მონპელიეს და კლერმონსაც სურდათ, თუმცა ბორდოში მას მეტი სათამაშო დრო მიეცემა და ახალგაზრდა მორაგბემ არჩევანი ამ კლუბზე სწორედ ამიტომ შეაჩერა.
ბექა გორგაძე 21 წლისაა და უკვე 8 სანაკრებო კეპი აქვს მოპოვებული.