ბექა ფერაძე - ტესტირების მიმართ გარკვეული დარღვევის მიუხედავად, კომპანია ოპერირებას თუ განაგრძობს, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
მთელი ქვეყნის მასშტაბით შრომის ინსპექცია სხვადასხვა მარეგულირებელ უწყებებთან ერთად ახორციელებს მონიტორინგს პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით, ისევე როგორც დადგენილებით აკრძალულ, თუ ნებადართულ საქმიანობებზე, – ამის შესახებ შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბაქა ფერძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსზე ტესტირებასთან დაკავშირებით პრობლემები მხოლოდ ერთ მოლს აქვს. რაც შეეხება სკოლებს, როგორც ფერაძე ამბობს, ამ მიმართულებით ტესტირების პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს.
„ასევე, დამატებითი მოთხოვნები, რაც ბოლო პერიოდში გახდა სავალდებულო, არის ტესტირება, რომელიც მოთხოვნილია სხვადასხვა სექტორული მიმართულებით თანამშრომელთა მიმართ. ჯამში დარეგისტრირებულია 47 სავაჭრო მოლი. 26 საცალო- საბითუმო ტიპის ობიექტი, 2267 სკოლა და 53 ბაზარი. ორკვირიან ჭრილში, 47 მოლიდან, როგორც მოგეხსენებათ, წინა ეტაპზე სრულად აკმაყოფილებდა 47 მოლი წაყენებულ მოთხოვნებს. დღეის მდგომარეობით, დღეს არის უკვე განახლებული ორკვირიანი ნებართვის მიცემის პერიოდი და 46 აკმაყოფილებს, ანუ ერთ მოლს აქვს პრობლემები ტესტირებასთან დაკავშირებით.
26 საცალო-საბითუმო ტიპის ობიექტიდან გატესტის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს ხუთი. სკოლების მიმართებით საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს ეს პროცესი, ხოლო რაც შეეხება ბაზარს და ბაზრობებს დღეის მდგომარეობით 53 დან ნებართვა მიენიჭა 52-ს. ახლა მიმდინარეობს გადამოწმების პროცესი. თუ დადგინდება, რომ მიუხედავად გარკვეული დარღვევისა, რომელიც ტესტირების მიმართ ამა თუ იმ კომპანიას აქვს და ახორციელებს ოპერირებას, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება იქნება განხორციელებული.
გარდა ამისა, გასულ შაბათ -კვირას შრომის ინსპექციამ შსს-თან ერთად აქტიურად განახორციელა მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჯამში გამოვლინდა 7 სამართალდარღვევა. აქედან 4 ახორციელებდა სოციალურ ღონისძიებას, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, დადგენილების თანახმად, დღეის მდგომაერობით აკრძალულია. შესაბამისად, იქნა სანქცირება გამოყენებული როგორც ფიზიკური პირების მიმართ, ასევე იურიდიული პირების. ერთი ობიექტი, საკმაოდ გახმაურებული ფაქტია როგორც მოგეხსენებათ, განმეორებით სამართალდარღვევისთვის გადავეცით შსს-ს და როგორც მოგეხსენებათ ასევე მოხდა აღნიშნული ობიექტის დალუქვა.
2020 წლის 28 ნოემბრიდან დღეის მდგომარეობით განხორციელებული აქტივობა შეადგენს 54 ათას 322-ს შრომის ინსპექციის მიერ სხვადასხვა მარეგულირებელ უწყებებთან ერთად. აქედან, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით შრომის ინსპექციის მიერ განხორციელდა 31 587 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება, აქტივობა და ეს მიზნად ისახავს, რომ კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინდივიდუალურად ნებისმიერ ბიზნეს-ოპერატორს პროტოკოლით და რეკომენდაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის შესახებ.
პირველ ეტაპზე, როდესაც შეზღუდვები იქნა დაწესებული, 6 163 ობიექტს შეეზღუდა საქმიანობა. რეკომენდაციების აღსრულებაზე შემოწმნდა დაახლოებით 1 000-მდე ობიექტი და 63 ობიექტი არის ამ პერიოდში დაჯარიმებული, ხოლო 15 678 ობიექტი არის განმეორებით შემოწმებიული, როდესაც პირველადი ინსპექტირება განხორციელდა და დადგინდა რომ ამ აქტივობის შედეგად, რომელიც მოგახსენეთ ( საკმაოდ მაღალი და სოლიდურია ეს ციფრი), დადგინდა, რომ 15 678 ობიექტი აკმაყოფილებდა უკვე პროტოკოლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.