ბექა ფერაძე - სამშენებლო სექტორის გახსნა არ ნიშნავს, რომ მათი კონტროლი არ განხორციელდება, იქნება ყოველდღიური მონიტორინგი, როგორ იცავს ბიზნესი რეკომენდაციებს
ბექა ფერაძე - სამშენებლო სექტორის გახსნა არ ნიშნავს, რომ მათი კონტროლი არ განხორციელდება, იქნება ყოველდღიური მონიტორინგი, როგორ იცავს ბიზნესი რეკომენდაციებს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანიების შემოწმება პირველი მაისიდან დაიწყო და რამდენიმე დღეში შეისწავლეს სამი ათასზე მეტი კომპანია, რომელიც მეორე ეტაპის ეკონომიკის გახსნის სამუშაოებს მიეკუთვნებოდა.

„ეს არის მშენებლობა, მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები, საშენი მასალების წარმოება, სარემონტო სამუშაოები, ავტოსამრეცხავოები. უსაფრთხოების გარკვეული კომპონენტიც იქნება ნებადართული, რომელიც მეტწილად წარმოებაზეა ორიენტიებული – მშენებლობა და წარმოების სექტორი. ჯამში ჩვენ ამით დადებითი სურათი ვნახეთ, რის მიხედვითაც მთავრობას მიეცა საშუალება, რომ სექტორული მიმართულებით მომხდარიყო ნების დართვა და 5 მაისიდან ეკენომიკირი საქმიანობა დაიწყება. ხვალიდან განურჩევლად სტატუსისა, ვინც ამ
სექტორში ახდენს ოპერირებას, მათ მუშაობის დაწყების საშუალება ექნებათ“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

მისივე განმარტებით, სამშენებლო მასალების რეალიზებასთან დაკავშირებული ნაწილი მესამე ეტაპის ეკონომიკის გახსნაში შედის.

„ამ ეტაპზე მათ მხოლოდ ონლაინ ვაჭრობა შეუძლიათ“, – დასძინა ბექა ფერაძემ.

ასევე, მან ისაუბრა, თუ დაახლოებით რამდენი კომპანია დაიწყებს ხვალიდან საქმიანობას.

„აქ საუბარია სექტორული მიმართულებით ეკონომიკური საქმიანობის ნების დართვაზე. ეს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. სექტორში დაახლოებით 20 ათასამდე ბიზნეს სუბიექტია დარეგისტრირებული. ზოგადი სურათის სანახავად ჩვენ კომპანიების ნაწილის შემოწმება მოვახდინეთ. ზოგადი სურათი დამაკმაყოფილებელია. ჩვენ, ბუნებრივია, გავაგრძელებთ მე-3, მე-4 და მე-6 ეტაპამდე არსებული კომპანიების შემოწმებას, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით ზუსტი სურათი გვქონდეს – სად არის გამოწვევები, სად უნდა მივაწოდოთ ბიზნესს მეტი ინფორმაცია, სად უნდა დავეხმაროთ იმისთვის, რომ ეს დამოკიდებულება ეფექტური იყოს და ამით ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ამასთან, ბექა ფერაძემ განმარტა, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, რათა მუშაობის ნებართვა ჰქონდეს.

„ეს ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციებია. სულ ჯამში 15 რეკომენდაციაა, რომელიც სხვადასხვა სექტორული
მიმართულებით მოთხოვნებს აყალიბებს. მაგალითად, რომ ბიზნესს უბდა ჰქონდეს პირბადე, სადეზინფექციო საშუალებები, დეზობარიერები, დასაქმებული ადამიანებისთვის ტემპერატურულ კონტროლს უნდა ახდენდეს. მათ შორის დისტანცია ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.

მოვუწოდებ ბიზნესს, მოახდინოს საქმიანობის რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, ეს მათი ინტერესია, რადგან წინსწრებით მივდივართ და ვამოწმებთ მის შესაბამისობას. როდესაც კიმპანია ოპერირებს წინასწარი შემოწმების გარეშე და არღვევს გარკვეულ მოთხოვნებს, ასეთი კომპანიების დაჯარიმება მოხდება. ჯარიმა 15 ათასი ლარია“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ფერაძის თქმით, კომპანიას, რომელიც კრიტერიუმებს ვერ დააკამყოფილებს, სანქცია დაეკისრება.

„ორი მიმართულებით გვაქვს საუბარი. ერთია, როდესაც უკვე მუშაობს, ჩვენ მივდივართ და ვამოწმებთ. ამ შემთხვევაში, თუ ვერ აკმაყოფილებს კომპანია კრიტერიუმებს, მისი სანქცირება ხდება. მაგრამ, როდესაც მას ნებადართული ეკონომიკური საქმიანობა არ აქვს, მაგრამ აქვს სურვილი, მოემზადოს ამ პროცესისთვის, რეგისტრაციის შემდეგ, თუ კომპანიას ხარვეზები აქვს, ვაძლევთ შესაბამის რეკომენდაციებს. მასზეა დამოკიდებული, რომ მოკლე ვადებში მოახდინოს დარღვევების გამოსწორება და ჩვენთვის ეს კომპანიები პრიორიტეტულია. კომპანიები დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში შემოწმდებიან. შემოწმება განხორციელდა დარეგისტრირებული კომპანიებიდან, აბსოლუტურ უმრავლესობაში. ჯამში 4 ათასამდე კომპანია იყო რეგისტრირებული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა შემოწმდა. სექტორის გახსნა არ ნიშნავს, რომ მათი კონტროლი არ მოხდება. კონტროლი მოხდება მკაცრად. ხვალ მუშაობას ის კომპანიებიც დაიწყებენ, რომლებიც დარეგისტრირებული არ იყვნენ. ჩვენ ყველა კომპანიაზე გვაქვს ინფორმაცია ვინ, სად და რომელ რეგიონშია რეგისტრირებული. ყოველდღიურ რეჟიმში მიხდება გეგმური მონიტორინგი და  მუშაობის პროცესში გაკონტროლება, როგორ იცავს ბიზნესი რეკომენდაციებს“,- განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, ხვალიდან სამშენებლო სექტორის კომპანიები მუშაობის განახლებას შეძლებენ.